ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში სტაჟიორს ვეძებთ პროდუქტების განვითარების განყოფილებაში.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ხანგრძლივობა - 6 თვე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გამოაგზავნეთ განაცხადი: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1405