"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00/ 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდის კონტროლი, ვადების შეხსენება;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ორისში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში სტატუსის შეჩერების სიის და სტატუსის აღდგენის სიის მომზადება;
** სტუდენტურ ბაზაში სწავლის საფასურის თაობაზე ინფორმაციის ასახვა, სტუდენტების ინფორმირებულობისთვის;
** დამატებითი კრედიტების პირველადი ვერსიის მომზადება და გადახდის უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი კილომეტრების კონტროლი, აღწერა მონიტორინგი;
** პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და თვალყურის დევნება;
** სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისათვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
** ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სტუდენტების გადახდების ადმინისტრირება;
** სხვა ფუნქციები ხელმძღვანელის დავალებით
** უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვა);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) (ეკონომიკა/ფინანსები/აუდიტი);
** საფინანსო/საბუღალტრო სფეროში მუშაობის 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** საბუღალტრო პროგრამა ორისის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) (excel- ცოდნა).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტრის ასისტენტის", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 13 სექტემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.