ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. რუსთავი;
გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში მყოფი დაქვემდებარებული თანამშრომლების სრული კონტროლი, მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მათთვის მისაღები სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში ტექნიკის განლაგების, დახლების, ფასმაჩვენებლების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის სრულად კონტროლი;
** სრული საფინანსო კონტროლი, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოცვლის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების სრულად დაცვა;
** მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე და გაყიდვების განვითარებაზე ზრუნვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი;
** მაღაზიის პერიმეტრსა და დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის/ხელმძღვანელობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: hr@grandel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.