jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივლისი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

განაცხადის მიღების ვადა: 19 ივლისი 2024

დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის #23 ა
უშუალო დაქვემდებარება: საინფორმაციო სამსახურის სუპერვაიზერი
გრაფიკი: ცვლიანი გრაფიკი

სამუშაო დრო:

** I დღე - 18:00-00:00 (აღნიშნულ სმენაში უზრუნველყოფილია ტაქსით მომსახურება)
** II დღე - 17:00-22:00
** III დღე - 10:00 - 18:00
** IV დღე - 09:00-17:00
** V დღე - დასვენება

ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ავტომობილის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
** FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
** კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პასუხისმგებლობები:

** მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
** კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით
** ცოდნა - აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარები/შესაძლებლობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |