jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შეზეთვის ოპერატორი და ავტომანქანის მრეცხავი
მომწოდებელი: ტოპ-ოილ მოტორსი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შეზეთვის ოპერატორის და ავტომანქანის მრეცხავის პოზიციაზე. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ავტომანქანის საზეთ-საპოხი მასალების რეალიზაციით და ავტომანქანის სრული რეცხვის მომსახურებით.

აქ დაგხვდებათ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

1. შეზეთვის ოპერატორი

სამუშაოს აღწერა და ფუნქცია მოვალეობები:

** ავტომობილის ძრავის ზეთის შერჩევა და შეთავაზება
** ავტომობილში ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი

აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

2. ავტომანქანის მრეცხავი

სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები: ავტომანქანის სრული რეცხვა (გარე და შიდა ინტერიერი)
ანაზღაურება: გამომუშავებული თანხის 45%

გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ქიმწმენდის გამოცდილების შემთხვევაში შესაძლებელია ფიქსირებული ანაზღაურებაც.

მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40 (ინფექციური საავადმყოფოს წინ)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: topoilmotors2022@gmail.com. გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |