jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: ანექს ლოგისტიკსი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია "ანექს ლოგისტიკსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

"Anex Logistics" - არის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, რომელიც ეხმარება იმპორტიორებს ტვირთების კონსოლიდაციასა და ტრანსპორტირებაში. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურება და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს თანამედროვე და კომფორტული ინფორმაციის მიწოდების სისტემა.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 5
გრაფიკი: სრული 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის 37მ, თბილისი (აქსისის ბიზნეს ცენტრი)
გასაუბრება მოიცავს 2 ეტაპს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
** საერთაშორისო პარტნიორების შესწავლა, ფასების შედარება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
** გუნდის ხელმძღვანელთან ყოველკვირეული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და/ან რუსული ენების მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ლოჯისტიკის სფეროში განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას სტაბილურ და სანდო კომპანიაში;
** პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივებს.

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: info@anxlogistics.info (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |