jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი/მტვირთავი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია შპს, მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/მტვირთავის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ჯამში 40 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ერთი თვე 1000 ლარი, ერთი თვის შემდეგ 1100 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის (საოჯახო ტექნიკის) საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება კომპანიის ავტომობილით;
** ფილიალის მომარაგება;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღება დასაწყობება;
** საწყობიდან პროდუქციის გაცემა, მანქანის დატვირთვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** აუცილებელი მოთხოვნა არის B, C მართვის მოწმობის ქონა (მექანიკა)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ hr@mateks.ge თქვენი ელფოსტის წერილის სათაურში "subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - VESTEL მძღოლი/მტვირთავი თბილისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |