jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქსელური ობიექტების ოპერატორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებიდან ელექტრონულად მიღებული შეკვეთების რეგისტრირება სისტემაში მარაგების გათვალისწინებით; მარაგების შესაბამისად დაკორექტირებული შეკვეთების გადაგზავნა ქსელის წარმომადგენლებისთვის;
** შეკვეთების გრაფიკის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
** მოცემული ქსელის გაყიდვების რეპორტინგის წარმოება კატეგორიების მიხედვით;
** ახალი ობიექტის დამატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დადგენილი ფორმით შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის;
** ფასთასხვაობებზე და აქტივობებზე ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება ქსელის უფლებამოსილი პირისთვის;
** სავაჭრო წარმომადგენლისთვის (სუპერვაიზერი, მენეჯერი) სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდება, მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე (მონაცემთა ბაზებთან) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საქმის ორგანიზების და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |