jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარაგების მართვის სპეციალისტი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მარაგების მონიტორინგი, ოპტიმალური ნაშთის უზრუნველყოფა, ვადის მონიტორინგი;
** კომპანიის გაყიდვების ანალიზი, გაყიდვების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით შემდგომი პერიოდის პროგნოზის შემუშავება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, პროგნოზების გაზიარება, მოწოდების ვადების შეთანხმება, შეკვეთების განთავსება, ჩამოტანის უზრუნველყოფა;
** საქონლის ეტიკეტირებაზე ზრუნვა;
** სადისტრიბუციო პროგრამაში ფასების დადგენა სხვადასხვა ჯგუფისთვის;
** პორტფოლიოს ანალიზში დახმარება;
** მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;
** კომპანიის გაყიდვების, ფინანსურ და მარკეტინგულ გუნდებთან აქტიური კომუნიკაცია დასახული მიზნების მისაღწევად;
** სხვადასხვა არარეგულარულ პროექტებში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით)
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე - 10 სთ - 18 სთ
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის 2. ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია
** ანაზღაურება 1 800 ლარი (net)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge.
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |