jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ "ათასწლეულის სკოლის" დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" - 2024-2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე.

"ათასწლეულის სკოლის" ბუნებისმეტყველების მასწავლებელი:

** ქმნის თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
** ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
** ეხმარება მოსწავლეს რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაში;
** ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს ეხმარება განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობაში;
** ახალისებს მოსწავლის ინიციატივებს, კითხვების დასმის სურვილს;
** სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს;
** შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
** იყენებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
** გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში;
** თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
** აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
** მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე ამყარებს აქტიურ კომუნიკაციას მშობლებთან;
** ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 ივნისისა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |